ქართველმა ძალოსანმა გურამ გიორბელიძემ (67 კგ.) ბუქარესტში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
გიორბელიძემ ატაცში სამივე ცდა 122 / 125 / 129 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მან აკვრაში დაძლეული 151 / 157 / 161 კილოგრამითაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ორჭიდის ჯამში კი ქართველმა ძალოსანმა 290 კილოგრამი დააგროვა და ნაკრებს მესამე ოქროს მედალი შესძინა.
კომენტარები