რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ცხედრის ამოყვანის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს და მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ამ ეტაპზე ნაპოვნია 28 ცხედარი, 5 პირზე კი სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
საძიებო სამუშაოები გრძელდება მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
კომენტარები