მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აგვისტოში ყველაზე მეტად – 46.4%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა

აგვისტოში ყველაზე მეტად – 46.4%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა

საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა.

ფასები მომატებულია 46.4%-ით ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილი და ყურძენი 12.9%-ით გაძვირდა, თევზეული – 9.7%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.8%-ით.

5.8%-ითაა გაძვირებული მინერალური წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, ყავა, ჩაი და კაკაო კი 1.8%-ით.

ამასთან, ფასები -26.3%-ით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, პური და პურპროდუქტები -7.9%-ით გაიაფდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2%-ით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი ფასებმა -0.3%-ით იკლო.

კომენტარები