ქუთაისში მცხოვრები 60 წლის ქალი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად ქუჩაში ჯართს აგროვებს და თავს ასე ირჩენენ.
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მცხოვრებლები ყოველდღიურად ხედავენ დიდი ურიკით ქუჩაში მოძრავ ქალს, რომელიც ქუჩაში ნაპოვნ რკინის ნივთებს ჯართის მიმღებ პუნქტში აბარებს.
ქალბატონის ისტორია ქუთაისში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა დავით ოქოპილაშვილმა გადაიღო.
“ქუთაისში ვცხოვრობ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად. ჩემი შვილი 33 წლის არის, ის აგროვებს ჯართს, მერე მე ურიკით ვეზიდები ჯართის მიმღებ პუნქტში. ძალიან გვიჭირს შვილო, ძალიან”, – უთხრა ქალბატონმა ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილს.
კომენტარები