“ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით”, – წერს მიშელი.
კომენტარები