მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.

ქართული პროფესიული თეატრი პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა დააარსა. თეატრის პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს მის მიერ დადგმულ სპექტაკლ – “გაყრას“ უკავშირდება.

1850 წელს დრამატურგ გიორგი ერისთავის აქტიური მონაწილეობით აღორძინდა ქართული თეატრი, რომელსაც მდიდარი სცენური ტრადიციები ჰქონდა. აღორძინების პირველივე დღეებიდან ქართული თეატრი რეალისტური ხელოვნების გზას დაადგა. მის სცენაზე დაიწყო ერისთავისა და ანტონოვის უპირატესად კომედიური ჟანრის პიესების დადგმა.

ქართული სასცენო ხელოვნების ახალი, ძლიერი ნაყოფიერი პერიოდი კი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.

საქართველოში ამჟამად 48 პროფესიული თეატრია.

კომენტარები