მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ

წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ

წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

მოქალაქე მანანა აბხაძე აცხადებს, რომ 2021 წელს მისი და – ია აბხაძე ექიმების არაპროფესიონალიზმის გამო გარდაიცვალა.

მისი თქმით, რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნა მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ ია აბხაძე წყალტუბოს კლინიკაში არასერტიფიცირებულმა ექიმმა მიიღო. მანანა აბხაძე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მანანა აბხაძეს კლინიკის მენეჯერი მაკა გაბადაძე პასუხობს, რომელიც აცხადებს უმცროსი მორიგე  ექიმი არ იყო სერტიფიცირებული, თუმცა მასთან ერთად იყო სამსახურის უფროსი, რომელიც სერტიფიცირებული თერაპევტია და აღნიშნული კანონით დასაშვებია.

კომენტარები