იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსად გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა.
გრიგოლ დალაქიშვილი სხვადასხვა დროს იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, ქუთაისისა და სამტრედიის მერის მოადგილეების თანამდებობებსაც იკავებდა.
დალაქიშვილი “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშიც იყო, 105-ე ნომრად.
როგორც ირკვევა, გრიგოლ დალაქიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.
კომენტარები