მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა

სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა

სამტრედიაში ბარათაშვილის ქუჩაზე ცოლმა ქმარი მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რასაც წინ მეუღლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

მეზობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ნაქირავებ სახლში პატარა შვილთან ერთად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მათივე თქმით, გვიან ღამით ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა შენიშნეს.

მამაკაცს ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პირმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდოდ, ქალი დაკავებულია.

კომენტარები