მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა  ხსოვნას. სასულიერო  პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

“35 წელი გავიდა 1989 წლის 9  აპრილიდან. გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში – ტრაგიკულიც და ამაღლებულიც. ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და  სიმბოლური იყო, რომ სწორედ  1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა  ხსოვნას.  მათი გმირობის და თავგანწირვის მაგალითზე თაობები გაიზარდა საქართველოში, რომლებიც დღეს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას აშენებენ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები