ქუთაისში, “შენგელია არენას” სტადიონზე იმერული დერბი ქუთაისის “ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდა.
ქუთაისის “ტორპედომ” წყალტუბოს “სამგურალი” 3:1 დაამარცხა.
პირველი გოლი “ტორპედოს” კარში ლუკა ხორხელმა გაიტანა.
“ტორპედოელებიდან” პირველი გოლის ავტორი ნიკოლა ნინკოვიჩია, შემდეგი გოლი ბიორნ იონსენმა, მესამე კი მეორე ტაიმის დამატებით დროში ალეკო ბასილაძემ გაიტანა.
კომენტარები