მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მე უარს ვეუბნები რუსულ კანონს და მოგიწოდებთ, ერთად ვიაროთ ევროპისკენ!”

“მე უარს ვეუბნები რუსულ კანონს და მოგიწოდებთ, ერთად ვიაროთ ევროპისკენ!”

ჩვენ ევროპული კულტურის ფუნდამენტში საუკუნეების წინ ჩავდეთ ჩვენი წილი აგური. ამ ბუნებრივ მოცემულობას ვერც ერთი რუსული კანონი წინ ვერ აღუდგება, – ასე ეხმაურება ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი ირმა შავგულიძე-ტურაბელიძე “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას.

მისივე თქმით, ჩვენი აწმყოც და მომავალიც მხოლოდ ევროპული ოჯახის გზა არის.

“მე ირმა შავგულიძე-ტურაბელიძე ვარ ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი. 20 წელიწადზე მეტია, ვემსახურები ჩემს ქალაქს და ქვეყანას. ხშირად სიცივეში, სანთლის შუქზე მიმღერია, ყოფილა თვეობით გაყინული ხელფასის ნაცვლად უცხოური დახმარება მიმიღია (ალბათ, ესეც აგენტობაა) და ამას ერთადერთი ნათელი მომავლის იმედით ვაკეთებდი.

ჩემმა თაობამ ბევრჯერ უარი თქვა უზრუნველ ცხოვრებაზე, რათა ჩვენი შვილებისთვის სანუკვარი სამშობლოს თავისუფლება გვეჩუქებინა და დღეს დაუშვებელია ვინმე ამ თავისუფლების ხელყოფას ცდილობდეს!

ჩვენ ევროპული კულტურის ფუნდამენტში საუკუნეების წინ ჩავდეთ ჩვენი წილი აგური. ჩვენი აწმყოც და მომავალიც მხოლოდ ევროპული ოჯახის გზა არის. ამ ბუნებრივ მოცემულობას ვერც ერთი რუსული კანონი წინ ვერ აღუდგება.

მე უარს ვეუბნები რუსულ კანონს და მოგიწოდებთ, ერთად ვიაროთ ევროპისკენ!!!”, – აცხადება ირმა შავგულიძე-ტურაბელიძე.

კომენტარები