ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.
“გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კიუს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო.
შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. “გამჭვირვალობის კანონს” უკან არ გაიწვევს.
დიდება საქართველოს!” – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს პარლამენტის შესასვლელების ტერიტორია დაატოვებინა. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. დაკავებისას პოლიცია დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდა.
კომენტარები