ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიები ცარიელია.
უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს გაფიცვას შეურთდნენ და განაცხადეს, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნიათ.
სტუდენტები ამ წუთებში უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილი და რუსულ კანონს აპროტესტებენ.
ახალგაზრდების თქმით, მათი არჩევანი ევროპაა, რუსული კანონის მიღებით კი ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის შანსს ართმევს.
კომენტარები