მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია

ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია

ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია. ამის მიზეზი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამზადისია.

ხვალ, 26 მაისს, ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოხდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის და პარკირების დროებითი შეზღუდვა.

“ინფო იმერეთი” შეზღუდვების განრიგს უცვლელად გთავაზობთ:

24 მაისს, 08:00 საათიდან 17:00 საათამდე,  TBC ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე (წერეთლის N2)  შეიზღუდება პარკირება  და  გზა ნაწილობრივ გადაიკეტება,  ხოლო 18:00 საათიდან,  აღნიშნულ ლოკაციაზე მოძრაობა სრულად შეწყდება.

25 მაისს,  08:00 საათიდან 26 მაისის ღონისძიების დასრულებამდე, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება.

26 მაისს, 08:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, გზა სრულად დაიკეტება ფალიაშვილის ქუჩაზე (შუქნიშნამდე).

შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სქემა:

N 1L, N 4 და N 5 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს: ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩა) – წერეთლის ქუჩა – აღმაშენებლის გამზირი – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა – წითელი ხიდი.

N 19 –  ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს:  წერეთლის ქუჩა – მანდარიას ქუჩა – სოლომონ პირველის ქუჩა – საფიჩხიის მოედანი.

N 20 – ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდით.

N6 და N 106 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ვარლამიშვილის ქუჩისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით.

N 3, N 41 და N 113 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით.

N 126 – ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს  წითელი ხიდით.

კომენტარები