ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტებს და მათი ოჯახის წევრებს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდნენ.
ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტები მიშიკო მუმლაძე და გიორგი გველესიანი წერენ.
აქტივისტების თქმით, აღნიშნული სატელეფონო ზარებით არც ისინი და არც მათი ოჯახის წევრები არ შეშინდებიან.
“რამდენიც არ უნდა დარეკოთ, ბრძოლა თავისუფლებისთვის და გამარჯვება გარდაუვალია”, – წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი გველესიანი.
კომენტარები