მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თურმე უფასო იყო და სახელმწიფო აფინანსებდა, მე კი მასწავლებელი ფულს მართმევდა ყოველთვიურად”

“თურმე უფასო იყო და სახელმწიფო აფინანსებდა, მე კი მასწავლებელი ფულს მართმევდა ყოველთვიურად”

ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებულ ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში პედაგოგების ნაწილი მშობლებს თანხას სთხოვს და მას პირად ანგარიშზე არიცხინებენ.

ამის შესახებ საქართველოს ჩემპიონი მოზარდების ტანვარჯიშში ანა ცინცაძის დედა “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ის წლების განმავლობაში ტრენერს თანხას ურიცხავდა, დღეს გაარკვია, რომ ის მომსახურება მერიის მიერ იყო დაფინანსებული.

ასევე მოზარდის დედის თქმით, მის შვილს ტრენერი თმებში სწვდა და სხვა მოზარდებთან ერთად საჯაროდ დაამცირა.

“ჩემს შვილს ტრენერი თმებში სწვდა და სამჯერ მოჩეჩა. ბავშვი ამბობს დედა თმის ძირები მტკივა ისე მაგრად დამქაჩაო. მასწავლებელმა კი თქვა, მადლობა თქვას წიხლის ქვეშ რომ არ გავიგდეო. ამ ფიზიკური ძალადობის მიზეზი ორი ბავშვის ერთმანეთთან კომუნიკაცია იყო, მასწავლებელმა ჩათვალა, რომ მე მეჭყანებიანო და ასე მოიქცა. მე უკვე მივმართე პოლიციას, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არის ნული. ასევე გავარკვიე ისიც, რომ ბავშვი სადაც დადიოდა, თურმე უფასო იყო და სახელმწიფო აფინანსებდა, მე კი მასწავლებელი ფულს მართმევდა ყოველთვიურად”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” მოზარდის დედამ ლალი ხუნწელიამ.

ქუთაისის სპორტულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკითხს იკვლევენ. ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ ეს სერვისი უფასოა და ტრენერს მშობლისთვის თანხა არ უნდა მოეთხოვა.

კომენტარები