მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გეიარ-გამეიარე” – DMO იმერეთის ახალი აპლიკაცია სტუმრებს

“გეიარ-გამეიარე” – DMO იმერეთის ახალი აპლიკაცია სტუმრებს

DMO იმერეთი მომხმარებელს მალე ორ ახალ პროდუქტს – სატელეფონო თამაშს და air აპლიკაციას შესთავაზებს.

აპლიკაციის სახელწოდებაა “გეიარ-გამეიარე”.

“პირველი გახლავთ თამაში, რომლის სახელწოდებაა “ოდისეა საქუთაისო” და მეორე ეარ აპლიკაცია, ეარ ტექნოლოგია მოგეხსენებათ, აქტიურად იპყრობს მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ავთენტური ქუთაისური “გეიარ-გამეირე” იქნებოდა ძალიან სახალისო ჩვენი სტუმრებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ არა მხოლოდ უცხოელი ტურისტების დამოკიდებულებებს, არამედ შიდა ტურიზმიც მნიშვნელოვანია. ამიტომ ქართველი მომხმარებლისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო, სახალისო”, – აცხადებს DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე “მოამბესთან”.

“გეიარ-გამეიარეს” აპლიკაციის შექმნას გიდების ნაწილი უარყოფითად აფასებს.

“ქუთაისი ქალაქიას“ სლოგანის შემდეგ … “გეიარ-გამეიარე” აპლიკაციის შექმნა ნამდვილად ლოგიკური გაგრძელებაა ამ ქალაქის ტურიზმის ასაგდებად და ჩასაჩოხანებლად, სხვა სიტყვა ვერ მივუსადაგე”, – ამბობს გიდი ლაშა ბერეკაშვილი.

კომენტარები