მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სამტრედიის მერიამ რესტორნებში 11 400 ლარი დახარჯა

სამტრედიის მერიამ რესტორნებში 11 400 ლარი დახარჯა

სამტრედიის მერიამ მიმდინარე წელს სარესტორნო ხარჯებზე 11 400 ლარი გახარჯა.

მერიის მიერ დახარჯული სარესტორნო ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თანხის ძირითადი ნაწილი, 9 900 ლარი საახალწლო კონცერტზე მონაწილე ქართული ესტრადის მომღერლებისა და მოწვეული სტუმრების მასპინძლობისთვის დაიხარჯა, 1500 ლარი კი იაპონიიდან დელეგაციით ჩამოსული სტუმრების გამასპინძლებისთვის.

“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის  მონიტორინგს აგრძელებს.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები