ტყიბულის მერიამ 7 თანამშრომელზე სახელფასო დანამატის სახით 8 939 ლარი გასცა.
მერიის მიერ გაცემული პრემია, დანამატებით და სახელფასო ჯილდოებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.
ტყიბულის მერიის მიერ გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ გარდა 7 ადამიანისა, სხვა პირებს სახელფასო დანამატი არ აუღიათ.
ასევე უცნობია, ვინ არის აღნიშნული 7 პირი.
“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, სად და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.
მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.
კომენტარები