მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით იკეტება

გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით იკეტება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე დაიკეტება.

“გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველების და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.

გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები