ქუთაისში, ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში, თეატრალურმა სტუდია “ნევერლენდმა” სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” დადგა.
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მოყვარული და პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ.
სპექტაკლი გოჩა კაპანაძის რეჟისურით დაიდგა, დედის როლს ინგა კაკიაშვილი, დედობილისას – მაგდა ჩიხლაძე, მამის როლს – ნიკოლოზ ჯანგავაძე, მამობილისას კი მანუჩარ ბეგალიშვილი თამაშობენ.
ლეკების როლს მაგდა გერაძე და დავით ლიკლიკაძე, ქეთოს როლს კი ანამარია ზედეშიძე და მარიშა მდივანი ასრულებენ.
ასევე სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრალური სტუდია “ნევერლენდის” სხვა წარმომადგენლები.
თეატრალური სტუდიის დამფუძნებელი მაია პაქსაშვილია.
კომენტარები