ქუთაისში რეზო გაბრიაძეს იხსენებენ. ხელოვანი, რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი დღეს 88 წლის გახდებოდა.
“რეგიონული ტურიზმის განვითარების ცენტრისა“ და “ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ორგანიზებით, თეთრი ხიდისა და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის ტერიტორიაზე რეზო გაბრიაძის დაბადების დღე აღინიშნება.
ღონისძიების მიზანი, ქუთაისის საამაყო პიროვნების, რეზო გაბრიაძის დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციად ქცევაა. მისი სახელისა და შემოქმედების პოპულარიზება ახალი თაობასა და ქუთაისის სტუმრებს შორის. ქალაქის მოსახლეობის ჩართვა ქუთაისისთვის ძვირფასი კოლორიტის სახელის უკვდავყოფაში.
ღონისძიების ფარგლებში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაბრიაძის კინო პერსონაჟებით დასტიკერებული ავტომობილია განთავსებული. ასევე “ადგილობრივი მხატვრების, ხელოსნების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
დღის მანძილზე კოსტიუმირებული პერფორმანსი და კადრებად გაცოცხლებული სცენები იქნება წარმოდგენილი.
კომენტარები