მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე”

“ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე”

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ.

გოგიტა ფარჯიანის თქმით, გზაზე დათვი შეხვდათ, რის გამოც მარშრუტი შეცვლას და ქედზე გადასვლის ნაცვლად ტყეში სიარული გააგრძელეს.

“ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხვდა დათვი, ქარი ჩვენკენ უბერავდა, კიდევ კარგი, მაგას აღვნიშნავ, მაგის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე, 5. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყეებით, არაფერი არ აგვრევია მოკლედ, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო”, – აცხადებს გოგიტა ფარჯიანი.

ახალგაზრდებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარები