მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზესტაფონის თეატრმა თეატრალური სეზონი საპრემიერო ჩვენებით დახურა

ზესტაფონის თეატრმა თეატრალური სეზონი საპრემიერო ჩვენებით დახურა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თეატრალური სეზონი საპრემიერო ჩვენებით დახურა.

მსახიობებმა მუსიკალური სატირა “ყვარყვარე თუთაბერი” წარმოადგინეს. სპექტაკლში მოქმედება 21-ე საუკუნის საქართველოში ხდება.

ადაპტირებული ტექსტის ავტორია ვალერი ოთხოზორია, რეჟისორი ვატო ჯუღელი.

მონაწილეობენ – თემურ კიკნაველიძე, ბადრი ტაბატაძე (იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი), კოსტა ფოცხვერაშვილი, გიორგი გიორგიძე (დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოწვეული მსახიობი), ნანუკი მაკრახიძე, ალექსანდრე ტაბახმელაშვილი (მოწვეული მსახიობი), თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, ნინო აბესაძე, გიორგი სირბილაძე (მოწვეული მსახიობი), მერაბ ზუზაძე (მოწვეული მსახიობი), ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის “ზესტაფონი“ მოცეკვავეები.

კომენტარები