წყალტუბოს სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ ისევ ვერ გაიყიდა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმები გასაყიდად 22 ივლისს კიდევ ერთხელ გამოიტანა, აუქციონი დღეს დასრულდა, თუმცა შეძენის ინტერესი არავის გამოუხატავს.
“იმერეთი” აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდებოდა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
აუქციონზე 3 124 500 ლარად ყიდდნენ „რკინიგზელს“. პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის მოწყობა იყო განსაზღვრული, რისთვისაც ინვესტიციის ოდენობა 9 373 500 ლარი უნდა ყოფილიყო.
სააგენტომ აღნიშნული სანატორიუმები აუქციონზე გასაყიდად მიმდინარე წლის ივნისშიც გამოიტანა, თუმცა შესყიდვის სურვილი არც მაშინ გამოუხატავთ.
კომენტარები