6 მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა.
ავიაკომპანიის მე-6 მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა.
იღბლიანმა მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც გაფრენას 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.
კომენტარები