მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს

ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს.

“ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

მოსამართლეთა შემადგენლობა – თავმჯდომარე ირმა პერანიძე და მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი.

საქმეზე მუშაობდნენ PHR -ის ადვოკატები: სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები