მთავარიახალი ამბებისპორტი

“ქუთაისი” ფიბა-ევროპის თასზე ითამაშებს

“ქუთაისი” ფიბა-ევროპის თასზე ითამაშებს

საქართველოს ჩემპიონმა “ქუთაისმა” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე სლოვაკურ „ლევიცესთან“ ითამაშა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა – 111:87.

ქუთაისელთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო ამერიკელი ლეგიონერი ჯოინერი, რომელმაც შეხვედრაში 23 ქულის გაკეთება შეძლო.

ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მეოთხედფინალური მატჩი. „ლევიცეს“ ჯგუფში მოსახვედრად კიდევ ორი შეხვედრა აქვს მოსაგები – ნახევარფინალი და ფინალი.

“ქუთაისი“ კი ფიბა-ევროპის თასზე განაგრძობს ბრძოლას, სადაც ის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. J ჯგუფში იქნებიან გერმანული “ტელეკომ ბონი“, ბულგარული „ბალკანი“ და „ბილბაო“ (ესპანეთი)-„ნეპტუნასს“ (ლატვია) შორის გამარჯვებული.

მთლიანობაში ფიბა-ევროპის თასზე 40 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 10 ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. მომდევნო ეტაპზე 16 საუკეთესო გავა – ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

კომენტარები