მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავში ქვა ჩამარტყა, სულ სისხლით ვიყავი დასვრილი” – წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა სცემა

“თავში ქვა ჩამარტყა, სულ სისხლით ვიყავი დასვრილი” – წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა სცემა

ოჯახური ძალადობის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – 82 წლის გივი სულაბერიძე აცხადებს, რომ შვილმა, სოფელ ცხუნკურის გამგებელმა მერაბ სულაბერიძემ სცემა.

მისივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც შვილმა ქვა ჩაარტყა.

“ჩემმა შვილმა თავში ქვა ჩამარტყა, ერთი ქვა ახლაც ეზოში აგდია, მეორეს კი სისხლის კვალი ეტყობა, ტანსაცმელი სულ სისხლით იყო დასვრილი. გამგებელია, მაგის გამგებლობა არ გაიშვას”, – აცხადებს გივი სულაბერიძე,

მამაკაცმა თავად გამოიძახა სასწრაფოც და პატრულიც. ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

გივი სულაბერიძე ამბობს, რომ შვილთან პოლიტიკური უთანხმოებაც ჰქონდა.

მამაკაცის თქმით, მისი შვილი წლების წინ თბილისის სამმართველოს მაღალჩინოსანი იყო.

ჯერჯერობით, უცნობია, აღძრულია თუ არა გამგებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები