ბრიუსელში, საქართველოს საელჩოსთან ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.
შეკრებილების თქმით, ორგანიზაციამ “თაობები ქვეყნისთვის”, მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ყველა დოკუმენტი მოამზადა და შესაბამის უწყებებში გააგზავნა.
ემიგრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდეს.
აქციაზე ისმოდა ლოზუნგები “გაუმარჯოს საქართველოს”, “მოდი არჩევნებზე”, “შენი ხმა მნიშვნელოვანია”.
კომენტარები