საერთაშორისო ორგანიზაცია GAMA-ს ეგიდით, ორგანიზაციის ქამარზე მუშტი-კრივში საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდა.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მეზობელი ქვეყნებიდან სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ქუთაისელმა ნიკა ნოზაძემ (76კგ), ფინალურ ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა და GAMA-ს ქამარს დაეუფლა. (მწვრთნელი მურთაზ ბებია).
სპორტსმენს კიდევ ერთი გამარჯვება, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კომენტარები