სომხეთის ქალაქ ვანაძორში 2010-2011 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და ისრაელის ასაკობრივი გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე წარმატებით გამოვიდა ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის N18 კრივის სპორტსკოლის გუნდი. ქუთაისელმა მოკრივეებმა 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვანაძორის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: გია კაპანაძე, (65 კგ. მწვრთნელი მამუკა სუთიძე), საბა კერძევაძე (42კგ. მწვრთნელი, ირაკლი გვენეტაძე), ვლადიმერ ხვისტანი (46კგ. მწვრთნელი, ზაალ ჯავახაძე), მათე თათელიშვილი (40კგ. მწვრთნელი, მამუკა სუთიძე), საბა რატიანი (60კგ. მწვრთნელი, მამუკა სუთიძე), საბა ობოლაძე (54კგ. მწვრთნელი, გიორგი ქოჩიშვილი).
“ჩვენმა მოკრივეებმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. სწორედ ეს ასაკი გვეიმედება, ძალიან კარგი თაობაა. ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტება გუნდი, რომელიც ჯერ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს”, – განაცხადა კრივის სპორტსკოლის დირექტორმა ირაკლი გვენეტაძემ.
კომენტარები