მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

20 741 ამომრჩეველი, 24 უბანი – ბაღდათი არჩევნებისთვის ემზადება

20 741 ამომრჩეველი, 24 უბანი – ბაღდათი არჩევნებისთვის ემზადება

ბაღდათში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 20 741 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

როგორც ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ჯიხვაძე “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 საარჩევნო უბანი იმოქმედებს.

“24 უბანი იქნება, აქედან 21 ელექტრონული, 3 უბანზე კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. გვყავს 20 741 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” კობა ჯიხვაძემ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არჩევნებამდე ყოველდღე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე გიამბობთ და მოგიყვებით, სად რამდენი ამომრჩეველია და როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.

კომენტარები