ქუთაისის “ტორპედო“ სტუმრად ფოთის “კოლხეთთან“ 1:3 დამარცხდა. მე-10 წუთზე ნიკა სანდოხაძემ მარჯვენა ფლანგიდან გაბრიელ ფერეირას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიხსნა.
ქუთაისელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, მაგრამ გოლი ისევ საკუთარ კარში მიიღეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ “ტორპედოს” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კირილ კლიმოვმა გამოიყენა და ფოთელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში „კოლხეთს“ სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ გიორგი ახალაძემ პენალტი ვერ გაიტანა – ბურთი “ტორპედოს“ მეკარემ აიღო. ქუთაისელებმა იბრძოლეს და 57-ე წუთზე ფელიპე პირესის ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირეს. თუმცა, 83-ე წუთზე სტუმრებს თავდამსხმელი ბიორნ იონსენი მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის გააძევეს, საბოლოო ანგარიში კი 90+3 წუთზე გიგი აბუაშვილმა დააფიქსირა და „კოლხეთმა“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო.
კომენტარები