3 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ადვოკატ ვალერი თევდორაძის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტს სპეციალური დაცვის სამსახურის წევრისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს წარმოადგენს და ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ზაალ კუხიანიძე 3 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოსთან მაშინ დააკავეს, როდესაც მან სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა.
კომენტარები