მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს“

“2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი აცხადებს, რომ მისი რწმენით, პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან მისი დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტები მასთან საბრძოლველად.

“საქმე ის არის, რომ სრულყოფილად უნდა განვახორციელოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც გვაქვს – ვაქცინა, პლუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომები და როცა ამას გავაკეთებთ, თანასწორობაზეც უნდა ვიზრუნოთ.

თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ვაქცინაციას მთელ მსოფლიოში, თუ არ გამოვიყენებთ ყოვლისმომცველ/კომპლექსურ მიდგომას მთელ მსოფლიოში, არ ვფიქრობ, რომ შევძლებთ დავასრულოთ ეს პანდემია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უკეთ ვიცნობთ ვირუსს, ჩვენ გვაქვს ეფექტური ინსტრუმენტები“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ვაქცინების არასწორი გადანაწილება მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის.

“2021 წელს მეცნიერებამ მოგვცა იმედი ვაქცინების სახით, რომლებმაც უდავოდ გადაარჩინეს ბევრი სიცოცხლე ამ წელს. მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ამ ვაქცინების არათანაბარმა გადანაწილებამ მრავალი სიცოცხლე შეიწირა.

2021 წელს ჩვენ COVID19-ის გამო დავკარგეთ 3.5 მილიონი ადამიანი – უფრო მეტი ვიდრე აივ-ით, მალარიით და ტუბერკულოზით ერთად 2020 წელს.

ახლაც, COVID19 ყოველ კვირაში დაახლოებით 50 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს“, – აღნიშნა მან.

 

კომენტარები