დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში გამოყენებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ვარგისიანობის ვადებზე ისაუბრა.
“ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე. გვაქვს კიდევ დაახლოებით 1,5 მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივნის-ივლისამდე, ზუსტი თვე არ მახსოვს. ანუ, საკმაოდ ვადიანი არის. რაც შეეხება, ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს მოლაპარაკება Pfizer-თან წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე, მოგეხსენებათ, 5-11 წლის ასაკისთვის დოზა 12 წელზე ზევით დოზისგან განსხვავდება. ასევე, საუბარია იმაზე, რომ თუ Pfizer-ს ექნა „ომიკრონისთვის“ სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც აქვს განაცხადი გაკეთებული“, – განმარტა გამყრელიძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
კომენტარები