მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პაატა იმნაძე – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გახდება ავად

პაატა იმნაძე – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გახდება ავად

თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების 80% “ომიკრონია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

“საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ, 40%-დან 60%-მდე მერყეობს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, შეიძლება მთლიანად „დელტას“ ჩანაცვლება არ მოხდეს, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევების „ომიკრონია“. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, „ომიკრონი“ კიდევ ერთხელ ჩამოივლის და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ავად გახდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საქართველოში “ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

კომენტარები