ქუთაისის მერიასთან გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს და გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ.
ყოფილ საპარლამენტო ქალაქში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა. სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები გაზრდილი კომუნალური გადასახადების პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ.
ფუნქციადაკარგულ ქალაქში ერთადერთი, ვისაც ხელფასი გაეზარდა, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საჯარო მოხელეები არიან.
“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმერეთის გუბერნატორს წერილით მიმართავენ, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს იმისთვის, რომ გაზრდილმა კომუნალურმა გადასახადებმა მოსახლეობის ისედაც მძიმე ცხოვრება კიდევ უფრო მეტად არ დაამძიმოს.
კომენტარები