მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დაფიქრებულხართ რამდენად რთულია, მშიერმა მსახიობმა ითამაშოს? ხალხის მოტყუების მეტს არაფერს აკეთებთ, გირჩევთ, დაცვა გააძლიეროთ”

“დაფიქრებულხართ რამდენად რთულია, მშიერმა მსახიობმა ითამაშოს? ხალხის მოტყუების მეტს არაფერს აკეთებთ, გირჩევთ, დაცვა გააძლიეროთ”

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანა კოხრეიძე ოპერის თეატრის მიერ კულტურის მინისტრისთვის დაბადების დღის მილოცვას ეხმაურება და თეა წულუკიანს მიმართავს.

მსახიობის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეში დაპირებებით მოვიდა, ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია, წულუკიანი კი მსახიობების ბედითაც არ ინტერესდება.

“მინდა, რომ მეც შევუერთდე ქალბატონი თეას დაბადების დღის მილოცვას ცოტა დაგვიანებით, ქალბატონო თეა, გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ხალხის გულწრფელ სიყვარულს, რათა შეგეძლოთ თქვენს მშობლიურ ქალაქში დაცვის გარეშე გადაადგილება. მაშინაც კი, როდესაც დაცვის 10-15 წევრის გარეშე პარლამენტშიც ვერ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ, არც თუ უსაფუძვლოდ, რადგანაც ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდებით და ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ხალხს არც თქვენ და არც თქვენი მთავრობის წარმომადგენელი, ე.წ. ჩინოვნიკები არ უყვართ, რადგან 9 წლის განმავლობაში ხალხის მოტყუების მეტი არაფერი გაგიკეთებიათ.
როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდით, რა დაპირდით ხალხს? აყვავებას, აშენებას… რა ქენით, ააყვავეთ? სად არის თქვენს მიერ აგუგუნებული ფაბრიკა-ქარხნები, აბიბინებული მინდორ-ველები, ამიტომაც, გირჩევთ, რომ დაცვა გააძლიეროთ. თქვენ ის მთავრობა არ ხართ საყდრისი რომ აგვიფეთქეთ და თქვენი უუნარობით გელათის უძველეს და უნიკალურ ფრესკებზე წვიმს?

და ბოლოს, მინდა, მივმართო ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელმაც საგალობელი მოგიძღვნათ, როგორც ღირსეულ ქალბატონს, მამულიშვილს, რა გააკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის?! მემგონი, არაფერი. როდესაც ქუთაისში ჩამობრძანდით, ისიც კი არ იკადრეთ, მსახიობებს შეხვედროდით, გეკითხათ, რა გვიჭირს, რა გვილხინს, გვაქვს თუ არა ღირსეული ხელფასი და რამდენად რთულია, მშიერი მსახიობი სცენაზე გავიდეს და ითამაშოს, თქვენ ამაზე დაფიქრებულხართ? თქვენ უბრალოდ იმის ღირსიც კი არ გაგვხადეთ, რომ ჩვენამდე მოსულიყავით.

მინდა მივმართო ოპერის თეატრის ხელმძღვანელს, ივანიშვილი და მისი მონები – მდინარაძეები, კობახიძეები და სხვები მოდიან ტყუილით ქვეყნის სათავეში და მათ ხალხი ძალიან მალე გაუშვებს, მაგრამ თქვენ ხომ უნდა დარჩეთ ამ ქალაქში, თქვენი სახე და ღირსება ამად ღირს?! ან თბილ სკამად და თანამდებობად?“, – აცხადებს ანა კოხრეიძე.

ქუთაისის ოპერის თეატრმა თეა წულუკიანს დაბადების დღე სოციალური ქსელში მიულოცა.

“დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს – ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა“,- აღნიშნულია მილოცვაში.

” title=”“>

კომენტარები