დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ინფიცირებულის კონტაქტებისთვის კარანტინის წესებსა და სამოქმედო ინსტრუქციას აქვეყნებს:
• შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან;
• დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9-12 კალენდარული დღის განმავლობაში თუ: არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი; მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე; მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე; კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი;
• თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ: გაკეთებული გაქვთ ბუსტერი; ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე; კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე;
• აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში”.
კომენტარები