მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რა შემთხვევაში მიიღებს პირი “მწვანე პასპორტს” თუ არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები

რა შემთხვევაში მიიღებს პირი “მწვანე პასპორტს” თუ არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები

პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ შესაბამისად აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები