მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უკრაინის დროშით მივიდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უკრაინის დროშით მივიდნენ

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკრაინის დროშით და მისი ეროვნული სიმბოლიკის ფერებიანი პირბადეებით გამოცხადდნენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მეგობარი სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა ასე გამოხატეს.

“სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. დღეს დუმილი და სირცხვილი დანაშაულია. ხელისუფლება კი სოლიდარობის გამოცხადებასაც ვერ ბედავს”, – აცხადებენ ოპოზიციაში.

კომენტარები