გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კომენტარები