არსებობს სამი კონკრეტული კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ხდება კოვიდ პასპორტის გაცემა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა წესდება, თუ პირმა გადაიტანა კოვიდი, მაგრამ შეცდომა მოხდა, ტესტი ჩატარდა და რაღაც ხარვეზის გამო ვერ შევიდა სისტემაში პირს მიეცემა კოვიდ პასპორტი, – ამის შესახებ დამატებითი განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.
მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერში სისტემა გადატვირთული იყო და შესაძლებელია ვერ მოხერხდა ყველა კოვიდინფიცირებული პირის ბაზაში აღრიცხვა.
“ჩვენ მწვანე პასპორტის შემთხვევაში გვაქვს სამი კრიტერიუმი, ეს არის გადატანილი ინფექცია, არის ვაქცინაცია და ასევე ტესტირების პასუხის რაც იყო სტანდარტული ეს სამი კრიტერიუმი. „ომიკრონმა“ გარკვეულ წილად შეცვალა მთელს მსოფლიოში, კოვიდთან დაკავშირებული მიდგომები. ბევრმა ქვეყანამ გაამკაცრა მწვანე პასპორტი, ზოგმა დაამატა “ბუსტერ” დოზა, ზოგმა დაამატა ვაქცინაც და კიდევ ტესტირებაც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან ცვლადი. ჩვენ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ ამ ცვლილებებთან მიმართებაში, რადგან ის რაც გვაქვს მნიშვნელოვანია, რომ აღსრულდეს შევხედოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეს რომელსაც აქვს ეს სამი, ტესტი ჰქონდათ დადებითი, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო ეს ტესტი მოხვდა ბაზაში. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა წესი, რომელიც ითვალისწინებს ამ კონკრეტული პირებისთვის იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ დავაზუსტოთ ნამდვილა იყო თუ არა პირი ავად, მას შემდეგ რაც ლაბორატორია წარმოადგენს ცნობას, რომ შეცდომა მოხდა, ტესტი ჩატარდა, თუმცა რაღაც ხარვეზის გამო ვერ შევიდა სისტემაში.
ეს შეეხება უფრო მეტად 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემთხვევებს, როცა იყო გარკვეული მატება და შესაძლებელია მომხდარიყო უზუსტობები. ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვაზუსტებთ და ვადარებთ ჰოსპიტალურ ბაზას, ტესტი თუ არის დადებითი ამ შემთხვევაში პირმა იმკურნალა ბინაზე, ან იმკურნალა ჰოსპიტალში უკვე ხდება მისი ბაზაში შეყვანა. დიაგნოზის საფუძველი არის როგორც PCR ტესტი ისე ანტიგენ ტესტი, მაგრამ რომელიმე ტესტის პასუხი აუცილებელია. სწრაფი ანტიგენ ტესტი ჩვენთვის არის იგივე დიაგნოსტიკური ღირებულების როგორიც არის PCR ტესტი”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კომენტარები