ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე 10 წლის საბას, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზით თურქეთის კლინიკაში იმყოფება, სოლიდური თანხით დაეხმარა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
“ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბას. და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო.ჩემპიონი ხარ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
10 წლის საბა, თურქეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით მოხვდა.
“თუ ოჯახმა ხვალ საავადმყოფოს 10 ათასი $ არ გადაუხადა გარეთ უშვებენ, რაც ნიშნავს იმას რომ ბავშვი ვერ გადარჩება.
ნანუკას ფონდიდან ჩავურიცხავთ 5 ათას დოლარს, მაგრამ დარჩენილი თანხა უნდა შეგროვდეს და ვისაც რა შეგვიძლია. ძალიან გთხოვთ. ანგარიშის ნომერი კომენტარებშია“, – წერდა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
კომენტარები