ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები დაამტკიცა.
პრეპარატი რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის, რომლებსაც დამატებითი ჟანგბადი არ ესაჭიროებათ და დაავადების გაუარესების რისკი აქვთ.
14 დეკემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ საბოლოო ანალიზის შედეგების თანახმად, კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს.
პერორალური პრეპარატი პერსპექტიული ახალი იარაღი შეიძლება გახდეს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან მისი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით.
კომენტარები