უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს სამშობლოში ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ.
ქართველი მეომრის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აერიპორტში გამთენიისას, 04:15 საათზე იქნება, საიდანაც მას ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შემდეგ კი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ.
დაღუპული მებრძოლის ოჯახის თქმით, ხვალ საღამოს ცხედარს ტყიბულში ჩამოასვენებენ.
ქართველ მებრძოლს ტყიბულის საგვარაულო სასაფლაოზე კვირას დაკრძალავენ.
კომენტარები