მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ისჯება თუ არა ქუთაისში რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება 1000 ლარად – პროცესი ქუთაისის სასამართლოში

ისჯება თუ არა ქუთაისში რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება 1000 ლარად – პროცესი ქუთაისის სასამართლოში

ისჯება თუ არა ქუთაისში რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება 1000 ლარად, – ამას პასუხს დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გასცემს.

ქალაქის მერია კი იმ სამოქალაქო აქტივისტების 1000-1000 ლარით დასჯას მოითხოვს, რომლებმაც 7 აგვისტოს, ომის 14 წლისთავზე, ქალაქის ქუჩებში პოსტერები გააკრეს და მოსახლეობას რუსეთის აგრესია შეახსენეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქალაქის მერიამ, ჯარიმის ოქმში მათ მიერვე გავრცელებული ფოტოები მტკიცებულად მოუყვანა, სადაც აღნიშნულია, რომ პოსტერები თვითნებურად გააკრეს.

“ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლების სათავეში რუსული ოცნებაა.

კომენტარები